Well Im Georgian also
სალამი ჩემო ძმაო, ერთისიტყვით მაქსიმუმი თუ გინდა მიიღო 3V-სგან მაშინ ნაწრთობზე გრინდერით დამუშავება არ ივარგებს მაინც შეცვლის ფოლადის მახასიათებლებს და წრთობის პროტოკოლის თავისებურებას.. თანხებს რაც შეეხება ისევ და ისევ გააჩნია რა ბიუჯეტი გაქვს, ზოგადად 3V-ს ნლანკიც არ ღირს იაფი. თუგინდა მითხარი რა ზომების ნაკეთობა იქნება ანუ მთლიანი სიგრძე და სიგანე და სისქე რომ ფოლადის ფასი გითხრა, წრთობა Peters-ში ნებისმიერ ფოლადზე ერთი და იგივე ფასი იქნება, ზომაა მთავარი ნაკეთობის. უხეშად რომ ვთქვათ 200 დოლარამდე ფოლადი და წრთობა დაგიჯდება. მაგრამ ჯერ ფოლადი უნდა გამოიწერო, დაამუშავო უკან გააგზავნო (80$ მაინც მოუწევს TNT/FedExით + გაგზავნა ცალკე თავისებურებებთანაა დაკავშირებული, კულტურის სამინისტროში ნებართვა უნდა, ნუ ეგ მარტივად კეთდება და მორიგი უაზრო კანონია ჩვენი სახელმწიფოსი). ესეიგი ვიყიდით ფოლადს, ჩამოვა დავამუშავებთ გავაგზავნით, აწრთობენ და უკან ჩამოვა და ეს ყველაფერი უხეშად 300$ დაჯდება, სამაგიეროდ ერთერთი საუკეთესო ფოლადი გექნება საუკეთესო წრთობის პროტოკოლით.
და თუ თანხები პრობლემაა მაშინ ფოლადზეც და წრთობაზეც საქართველოში მოგვარდე აჯობებს.
Facebook-ზე ერთი ჯგუფია "დანის სახელოსნო - Knife workshop" და იქ ერთი კაი ადამიანია "გიორგი" მას შეგიძლია მიმართო აქ, ჩვენთან, საქართველოში თუ გინდა რომ იწრთოს შენი ფოლადი. ზაქრო ნონიკაშვილია გორელი მჭედელი, მეგობრობს გიორგისთან და ის ამზადებს ხმლებს და არიან კიდევ სხვებიც. ნუ ერთი სიტყვით გიორგის მიმართე კარგი, გულიანი და ამ საქმის მოყვარული და მცოდნე ადამიანია, არმახსოვს მას აქვს თუ არა მაგხელა ღუმელი მაგრამ ბოლო-ბოლო დაგაკვალიანებს.
(If any international members are interested in my reply I can translate it for you).